04/03/2017

არაბული


არაბული ცხენის ჯოგი, ბედუინთან ერთად

არაბული ცხენის ჯიშის ჩამოყალიბების პროცესი, არაბი-ბედუინების მუდმივმა ბრძოლებმა განაპირობა. სპეციფიური და ხანგრძლივი შერჩევის, გენეტიური სელექციის შედეგად, კარგი მოვლისა და კვების წყალობით, წარმოიშვა შედარებით მცირე ზომის, შეკრული აღნაგობის ცხენი, რომელიც გამოირჩეოდა გამძლეობით, სისწრაფით და სიფიცხით. ამასთანავე არაბული ცხენი გამოირჩევა მომხიბლავი დგომით და მიხვრა მოხვრით. დიდი ხნის განმავლობაში არაბული ცხენი ბედუინების გამორჩეულ სიმდიდრედ ითვლებოდა. მათ გაყიდვა სხვა ქვეყნებში მათშორის ევროპაში აკრძალული იყო. ამისთვის სიკვდილით სჯიდენ. ასევე აკრძალული იყო არაბული ცხენის შეჯვარება სხვა ჯიშებთან. შედეგად არაბული ცხენის ჟიშიმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა გენეტიური სტერილურობა. ევროპაში არაბული ცხენი პირველად ჯვაროსნული ლაშქრობის დროს გამოჩნდა. დაბალი სიმაღლის მიუხედავად ეს ცხენები იმდენად სწრაფი და მომხიბლავი იყვნენ, რომ უმალ გადაიქცენ საჯიშე ბედაურებად, ტრადიციული ევროპული ჯიშებისთვის. არაბულმა ცხენმა დიდი როლი შეასრულა ცხენოსნობის განვითარებაში. არაბული ცხენის წყალობით გამოიყვანეს საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები..
არაბული ცხენი
არაბული ცხენი: ტანად მომცროა,.
ფერი ლურჯაა, ქურანა ან თაფლა.
სიმაღლე 150-152 (სმ),
ტანის სიგრძე 149-150 (სმ),
გულმკერდის ირგვლისი 170-175 (სმ),
ნების ირგვლივი 18-19 (სმ).
არაბული ცხენი კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშის 3 ტიპს არსებობს: ხადბანა, ქუჰეილანი და სიგლავი.  არაბული ცხენი საშუალოდ 30 წელიწადს ცოცხლობს.


27/02/2017

ლონდონის მოდის კვირეული 2017

London Fashion Week 
მოკლე რეპორტაჟი ლონდონის მოდის კვირეულიდან. 
ლონდონის მოდის კვირეული 2017
მოდელები ჩვენების Fashion East - ის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. Fashion East - ი გაიმართა. შაბათს პოდიუმზე ახალგაზრდა დიზაინერები წარდგენ. მათ შორის იყო  მიმი  ვეიდი (Mimi Wade) წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნების და დიზაინის ცენტრალური კოლეჯის კურსდამთავრებული.
ლონდონის მოდის კვირეული 2017
სამზადისი კულისებს მიღმა. ირლანდიელი კუწურიე სანდერსონი  (J.W.Anderson) ნამუშევრების ჩვენებისთვის ემზადება.  მისი გუნდის ნევრები ღელავენ, ემზადებიან და რათქმაუნდა პოზირებენ ფოტოგრაფებისთვის.
ლონდონის მოდის კვირეული 2017
მანდილოსნები პოდიუმზე გამოსვლის მოლოდინში. ისინი უჩვენებენ ჩინელი დიზაინერის  ხან ვენის კოსტუმებს. მას მიაჩნია, რომ ქალის სამოსი უნდა იყოს ერთდროულად ნაზიც და ძალის გამომხატველიც.
ლონდონის მოდის კვირეული 2017
ბორ აქსუს, თურქი დიზაინერის ჩვენების გეგმა. ის გვთავაზობს რომატიულ სამოს, ბნელი ლაქებით. კარგად დააკვირდით გეგმას და მიხვდებით რამდენად ცოტა დრო აქვთ მოდელებს ჩვენების მსვლელობის დროს ტანისამოსის გამოსაცვლელად.
ლონდონის მოდის კვირეული 2017
ხან ვენის კიდევ ორი ნამუშევარი, რომლებსაც ამშვნებს ტონი სოპრანოს გამონათქვამი  “I wipe my ass with your feelings” (მე გავთელავ შენს გრძნობებს)
ლონდონის მოდის კვირეული 2017
გონკონგელი დიზაინერის რაიან ლოს სტილი, წარმოადგენს რომანტიულ ფანტაზიას. ის აერთიანებს აქტუალურ მიმართულებას და თავის ბავშვობის მოგონებებს.
ლონდონის მოდის კვირეული 2017
ქუდები ჯაჭვით რაიან ლოს ნამუშევრები , უცნაურად ჟღეს და ჩანას.

ლონდონის მოდის კვირეული 2017
ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს. სამი მოდელი ემზადება შოუსთვის  სახელწოდებით  "Ports 1961."
ლონდონის მოდის კვირეული 2017
PETA - ს აქტივიეტები მოდელიერების მიერ სამოსში ნიანგის ტყავის გამოყენებას აპროტესტებენ.

23/02/2017

ყველაზე დიდი მინი


Mini Cooper S E Countryman ALL4
Mini Cooper S E Countryman ALL4
Mini - ის ყველაზ დიდი მოცულობის ავტომობილი -  Mini Countryman არის კროსოვერი,  მინის 57 წლიანი ისტორიის განმავლობში. Mini Cooper S E Countryman ALL4  ეს არის გიბრიდული ძრავის მქონე ერთ ეღთი პირველი მოდელი. ავტომობილი გაყიდვაში 2017 წლის თებერვალში გამოვიდა და მისი ფასისია 22465 - დან 28430 ფუნტ სტერლინგი,

ძველი მინი

ლეგენდა ძველ ავტომობილზე MINI


2012 წელს ნიდერლანდებში ძველი ავტომობილი Mini Classic აღმოაჩინეს. ავტომობილი 50 წელზე მეტი იდგა მიტოვებულ ქოხთან ფიცრულ ავტოსადგომში. MINI - ს მოყვარულთა კლუბის წევრები უმალ მიხვდენ, თუ რამდენად საინტერესო იყო ეს აღმოჩენა ავტო მოყვარულებისთვის  და ჰოლანდიური მეწარმეებისათვის დამახასიათებელი  ჟინით შეუდგენ მანქანის აღდგენას.
manqana
თითქმის  ხელუხლებელი ავტომობილი  Austin 7 Classic Mini 1959  არის   ერთი  იმ 30 ორიგინალური საკოლექციო მანქანათაგან.  ნიდერლანდებში, ამესფორტში მოლენარის ქარხანაში 1959 წელს სულ 4000 MINI აწყეს. მართალია ნაწილების  უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოიტანეს მაგრამ, რამდენიმე ადგილობრივი წარმოების დეტალმა მაინც დამშვენა ასტონ  7  მინი კლსიკი (Austin 7 Classic Mini 1959) მაგალითად სალონის “აბივკა” მთლიანად ჰოლანდიური ცხენის ფაფარით შეიმოსა. ავტომობილის პირველი მფლობელი ვერ ბედავდა ავტომობილით ქალაქ  გარეთ მოგზაურობას, მეორე მფლობელმა კი ფიცრულში, სამუდამოდ გააჩერა მანქანა. მრავალი წლის შემდეგ  სწორედ ეს მიტოვებული ავტომობილი მოექცა ყურადღების ცენტრში. ავტომობილი კარგად არის შენახული და მისი რესტავრაციაც შესაძლებელი იყო.


ავტომობილის აღდგენის ინიციატორებმა  რესტავრატორების გუნდი: “სვარჩიკი, მალიარი, ხადავიკი, აბოიშციკი” - ადგილობრივი ავტომობილის მწარმოებელი ქარხნის, 1500 თანამშრომლიდან აარჩიეს. ძველი MINi - ს აღსადგენად გამოცდილი პროფესიონალების გუნდმა დაიყო მუშაობა.



MINI მთლიანად დაშალეს და შემდეგ რუდუნებით თავიდან ააწყვეს. სადაც საჭირო გახდა ნაწილის შეცვლა გამოიყენეს ორიგინალს ზუსტი ასლი. რამდენიმე მათგანი ხელით დაამზადეს, ასევე აღადგინეს კომპაქტური ოთხცილინდრიანი 34 ცხენის ძალიანი ძრავი და გადაცემათა კოლოფი. MINI - ს კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდენ და აკვირდებოდენ პროცესს. მთელ მსოფლიოში ეძებდენ  იშვიათი ავტომობილის ნაწილებს, დეტალებს. დღეისთვის 1959  წლის Farina Grey -ის ტონებში შეღებილი ავტომობილი MINI  (მინი) თავიდან დაიბადა და მშვენივრად გამოიყურება.


ავღნიშნავ, რომ MINi თბილისელებისთვის ყოელთვის იყო საურველ ავტმობილი და დღესაც მასძე მოთხოვნა საკმაიდ დიდია.
Mini Cooper S E Countryman ALL4

19/02/2017

Dior - 70 წლის იუბილე

2017 წელს ფრანგული მოდის სახლი Dior 70 წლის იუბილეს ზეიმობს. დიორის ტანისამოსის კოლექციის  პირველი ჩვენებიდან 70 წელი გავიდა. როგორც Harper's Bazaar - ი გვამცნობს დიორის სახლი საიუბილეოდ ბრვრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. მათ შორის წიგნების ტომეულის გამოცემას.



სულ რამოდენიმე წიგნი გამოიცემა. ყოველი მათგანი მიეძღვნება ერთ დიზაინერს, მათგან ვინც დიორის სახლთნა თანამშრომლობდა;. ივ სენ - ლორანი (Yves Saint-Laurent), მარკ ბოანი (Marc Bohan), ჯანფრანკო ფერე  (Gianfranco Ferre), გალიანო (Juan Galliano), რაფ სიმონსი (Raf Simons) და მარია გრაცია კიური. პირველ წიგნში წარმოდგენილი ინება დიორის სახლის დამფუძნებლის კრისტიან დიორის ბიოგრაფია. წიგნი სამ ფრანგულ, ინგლისურ და ჩინურ ენაზე გამოიცემა . მაღაზიებში დეკემბრის დასაწყისში გამოჩდება. ფასი დაახლოვებით 195 დოლარი იქნება.

18/02/2017

მარი კიური და დიორი - ზაფხული 2017


დიდი ხმაური მარი გრაცია კიურის და  ქრირიტიან დიორის მოდის სახლის ახალი კოლექციის ირგვლივ.

2016 წელს კრისტიან დიორის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი მარია გრაცია კიური გახდა, და შედეგმაც არ დააოყვნა  2017  ზაფხულის კოლექცია საზოგადოების წინაშე წარდგა.

SPRING 2017 READY-TO-WEAR 

SPRING 2017 READY-TO-WEAR
Maria Grazia Chiuri’s debut at Christian Dior
კრისტიან დიორის მოდის სახლი, საზოგადოების ცნობიერებაში განასახიერებდა ქალურობის სიმბოლოს. მარია კიურიმ კი თავის ახალ კოლექციაში დასვა კითხვა როგორია თანამედროვე ქალი? რას ნიშნავს ქალურობა თანამედროვე სამყაროში?
მარია კურიმ შეძლო ახალ კოლექციაში წარმოედგინა საკუთარი პოზიცია. პასუხი დასმულ კითხვაზე. ახალი კოლექციის მთავარი მინიშნება მესიჯი მდგომარეობს შემდეგში მადნილოსანი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, ამასთანავე ქალურობაც შესაძლებალია იყოს მრავალსახიერი.


SPRING 2017 READY-TO-WEAR
Maria Grazia Chiuri’s debut at Christian Dior

მარია კურიმ შეძლო ახალ კოლექციაში წარმოედგინა საკუთარი პოზიცია. პასუხი დასმულ კითხვაზე. ახალი კოლექციის მთავარი მინიშნება მესიჯი მდგომარეობს შემდეგში მადნილოსანი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, ამასთანავე ქალურობაც შესაძლებალია იყოს მრავალსახიერი.

17/02/2017

Audi RS1 Quattro ავტოსალონებში 2018 წლიდან

ფრანგი  ავტო ექსპერტები გვამცნობენ, რომ  აუდი  წელს ოფიციალურად წარმოადგნს  ახალ ხეჩბეკს  Audi RS1. მის  გიბრიდულ ძრავს 300 ცხენის ძალა აქვს

საუბარი მსგავსი მოდელის არსებობაზე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც შედგა აუდი  A1  დებიუტი. 2011 წელს გამოვიდა აუდი  A1 ვერსია Quattro  სიმძლავრე 255 ც.ზ მაგრამ ეს იყო ექსკლუზიური სერია და სულ რაღაც 333 ავტომობილი დაამზადეს. დღეს მიმდინარეობს Audi RS1 სრული დატვირთვით წარმოება.  
ახალი გერმანული კომპაქტ-ხეჩბეკი აღჭურვილია  ორ ლიტრიანი ბენზინის TFSI ძრავით, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Audi S3 და Volkswagen Golf - ის (ვოლცვაგენ გოლფი) მოდელებში. ამ ძრავს 300 ც.ძ. აქვს და  ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სისწრაფე  400Нм - ს აღწევს. ამასთანავე მწარმოებელი გვთავაზობს  გადაცემათა კოლოფის ორ ვერსიას ერთს ექვს საფეხურიანი, მექანიკური და მეორეს შვიდსაფეხურიანი ორმაგი მოჭიდების, ავტომატურს. ამ მონაცემების მიხედვით Audi RS1 შეუძლია  5 წამში განავითაროს 100 კმ. საათში. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი იქნება 250 კმ. საათშია.


ფოტოს ნახვის შემთხვევაშიც კი გასაგებია რომ მანქანის დიზაინი აუცილებლად მოიგებს მყიდველის გულს. უდავოა, რომ ავტომობილის დიზაინი თანამედროვე და მოცულობითია. ის ორიგინალურად გამოიყურება, ამასთანავე დაცულია აუდის სტილი. აღარაფერს ვამბობთ სალონის დიზაინსა და მის კომფორტზე.


Audi RS1 ავტოსალონებში 2018 წელს გამოვა და მისი ფასი 30 000 იქნება. როგორც ექსპერტები ამბობენ მას კონკურენციას MINI John Cooper Works, Volkswagen Polo R da Ford Fiesta ST გაუწევენ.