23/02/2017

ლეგენდა ძველ ავტომობილზე MINI


2012 წელს ნიდერლანდებში ძველი ავტომობილი Mini Classic აღმოაჩინეს. ავტომობილი 50 წელზე მეტი იდგა მიტოვებულ ქოხთან ფიცრულ ავტოსადგომში. MINI - ს მოყვარულთა კლუბის წევრები უმალ მიხვდენ, თუ რამდენად საინტერესო იყო ეს აღმოჩენა ავტო მოყვარულებისთვის  და ჰოლანდიური მეწარმეებისათვის დამახასიათებელი  ჟინით შეუდგენ მანქანის აღდგენას.
manqana
თითქმის  ხელუხლებელი ავტომობილი  Austin 7 Classic Mini 1959  არის   ერთი  იმ 30 ორიგინალური საკოლექციო მანქანათაგან.  ნიდერლანდებში, ამესფორტში მოლენარის ქარხანაში 1959 წელს სულ 4000 MINI აწყეს. მართალია ნაწილების  უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოიტანეს მაგრამ, რამდენიმე ადგილობრივი წარმოების დეტალმა მაინც დამშვენა ასტონ  7  მინი კლსიკი (Austin 7 Classic Mini 1959) მაგალითად სალონის “აბივკა” მთლიანად ჰოლანდიური ცხენის ფაფარით შეიმოსა. ავტომობილის პირველი მფლობელი ვერ ბედავდა ავტომობილით ქალაქ  გარეთ მოგზაურობას, მეორე მფლობელმა კი ფიცრულში, სამუდამოდ გააჩერა მანქანა. მრავალი წლის შემდეგ  სწორედ ეს მიტოვებული ავტომობილი მოექცა ყურადღების ცენტრში. ავტომობილი კარგად არის შენახული და მისი რესტავრაციაც შესაძლებელი იყო.


ავტომობილის აღდგენის ინიციატორებმა  რესტავრატორების გუნდი: “სვარჩიკი, მალიარი, ხადავიკი, აბოიშციკი” - ადგილობრივი ავტომობილის მწარმოებელი ქარხნის, 1500 თანამშრომლიდან აარჩიეს. ძველი MINi - ს აღსადგენად გამოცდილი პროფესიონალების გუნდმა დაიყო მუშაობა.



MINI მთლიანად დაშალეს და შემდეგ რუდუნებით თავიდან ააწყვეს. სადაც საჭირო გახდა ნაწილის შეცვლა გამოიყენეს ორიგინალს ზუსტი ასლი. რამდენიმე მათგანი ხელით დაამზადეს, ასევე აღადგინეს კომპაქტური ოთხცილინდრიანი 34 ცხენის ძალიანი ძრავი და გადაცემათა კოლოფი. MINI - ს კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდენ და აკვირდებოდენ პროცესს. მთელ მსოფლიოში ეძებდენ  იშვიათი ავტომობილის ნაწილებს, დეტალებს. დღეისთვის 1959  წლის Farina Grey -ის ტონებში შეღებილი ავტომობილი MINI  (მინი) თავიდან დაიბადა და მშვენივრად გამოიყურება.


ავღნიშნავ, რომ MINi თბილისელებისთვის ყოელთვის იყო საურველ ავტმობილი და დღესაც მასძე მოთხოვნა საკმაიდ დიდია.
Mini Cooper S E Countryman ALL4