17/02/2017

Audi RS1 Quattro ავტოსალონებში 2018 წლიდან

ფრანგი  ავტო ექსპერტები გვამცნობენ, რომ  აუდი  წელს ოფიციალურად წარმოადგნს  ახალ ხეჩბეკს  Audi RS1. მის  გიბრიდულ ძრავს 300 ცხენის ძალა აქვს

საუბარი მსგავსი მოდელის არსებობაზე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც შედგა აუდი  A1  დებიუტი. 2011 წელს გამოვიდა აუდი  A1 ვერსია Quattro  სიმძლავრე 255 ც.ზ მაგრამ ეს იყო ექსკლუზიური სერია და სულ რაღაც 333 ავტომობილი დაამზადეს. დღეს მიმდინარეობს Audi RS1 სრული დატვირთვით წარმოება.  
ახალი გერმანული კომპაქტ-ხეჩბეკი აღჭურვილია  ორ ლიტრიანი ბენზინის TFSI ძრავით, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Audi S3 და Volkswagen Golf - ის (ვოლცვაგენ გოლფი) მოდელებში. ამ ძრავს 300 ც.ძ. აქვს და  ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სისწრაფე  400Нм - ს აღწევს. ამასთანავე მწარმოებელი გვთავაზობს  გადაცემათა კოლოფის ორ ვერსიას ერთს ექვს საფეხურიანი, მექანიკური და მეორეს შვიდსაფეხურიანი ორმაგი მოჭიდების, ავტომატურს. ამ მონაცემების მიხედვით Audi RS1 შეუძლია  5 წამში განავითაროს 100 კმ. საათში. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი იქნება 250 კმ. საათშია.


ფოტოს ნახვის შემთხვევაშიც კი გასაგებია რომ მანქანის დიზაინი აუცილებლად მოიგებს მყიდველის გულს. უდავოა, რომ ავტომობილის დიზაინი თანამედროვე და მოცულობითია. ის ორიგინალურად გამოიყურება, ამასთანავე დაცულია აუდის სტილი. აღარაფერს ვამბობთ სალონის დიზაინსა და მის კომფორტზე.


Audi RS1 ავტოსალონებში 2018 წელს გამოვა და მისი ფასი 30 000 იქნება. როგორც ექსპერტები ამბობენ მას კონკურენციას MINI John Cooper Works, Volkswagen Polo R da Ford Fiesta ST გაუწევენ.

No comments:

Post a Comment